Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

დირექტორის მიმართვა

ძვირფასო მოსწავლეებო,

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მიგიღოთ ოქლიფის სკოლაში.

მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება. ტექნოლოგიური განვითარება იწვევს სოციალური სტრუქტურის ცვლილებას. ამ პროცესის ყურადღებით შესწავლა აუცილებელია ახალი სოციალური სტრუქტურის სათანადოდ გასააზრებლად, რაც ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.

ხალხთან დაკავშირების და მათი სურვილებისა და საჭიროებების დადგენის გარეშე, შეუძლებელი იქნება ისეთი პროდუქტის ან მომსახურების შექმნა, რომელიც ხალხს სჭირდება. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ პრობლემების მოგვარება, რომლებიც არც ისე ცოტაა. საქართველო მსოფლიოში არცერთი მიმართულებით არ ლიდერობს. ჩვენ მოკრძალებულ როლს ვხედავთ მომავალი თაობების აღზრდაში, რომლებსაც ხელს შევუწყობთ გახდნენ მომავლის ლიდერები, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან გააუმჯობესონ ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ.

ჩვენი სკოლის მისიაა აღვზარდოთ მომავალი თაობები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან მსოფლიოს სოციალურ და ეკონომიკურ გაუმჯობესებაზე. ამ ხედვის შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ დამოუკიდებელი მოაზროვნეები, რომლებიც საზოგადოების გაუმჯობესებას მოემსახურებიან.

სკოლის კურსდამთავრებულები უნდა განასხვავონ სხვა სკოლის კურსდამთავრებულებისგან თავიანთი წესიერებით, გულახდილობითა და დამოუკიდებულებით. ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალური მიდგომის გარეშე. ჩვენ გამოვავლენთ და ვიპოვით მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს და გავაძლიერებთ მათ, იმისთვის რომ გახდნენ მომავალი ლიდერები და დადებითი გავლენა მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაზე.

ჩვენთან სწავლის დაწყებიდან მას შემდეგაც კი რაც ჩვენთან აღარ ისწავლით, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ მხარდაჭერასა და დახმარებას. ჩვენ გვჯერა, რომ სწავლება არ არის პროცესი, რომელსაც აქვს საწყისი და დასასრული. ეს მთელი ცხოვრება გრძელდება. ამრიგად, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მას შემდეგ რაც მოსწავლე ჩვენი სკოლის წევრი გახდება, ის გვიერთდება მოგზაურობაში, რომელიც არასოდეს მთავრდება.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სკოლაში, სადაც სწავლა აკადემიურ საზღვრებს სცდება — სადაც თითოეული მოსწავლე წახალისებულია იფიქროს კრიტიკულად, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და იოცნებოს თამამად.

მაია გურგენიძე

ოქლიფის სკოლის დირექტორი

ჩვენ გაწვდით გლობალურ განათლებას, რომელიც აბალანსებს აკადემიურ მიღწევებსა და პიროვნულ განვითარებას, სიძლიერესა და ლიდერობას.

ოქლიფის სკოლაში საკლასო ოთახი არის შთამაგონებელი სივრცე, სადაც მოსწავლეები სიხარულითა და ინტერესით ერთვებიან სასწავლო პროცესში. ჩვენ სწავლას ვხედავთ როგორც ტრანსფორმაციულ გამოცდილებას და ყოველდღიურ გაკვეთილებში მიზნად ვისახავთ ცნობისმოყვარეობისა და შემოქმედებითი აზროვნების გაღვივებას.

ოქლიფის სკოლაში თითოეული გაკვეთილი სამ პრინციპს ეფუძნება: მიზანს, კვლევით მიდგომასა და კავშირებს. ყოველი გაკვეთილი იწყება მკაფიო მიზნით, რაც მოსწავლეებს ეხმარება გააცნობიერონ იმ ცოდნის ღირებულება, რომელსაც ისინი იძენენ. გაკვეთილის მიმდინარეობისას ისმება კითხვები, რომლებიც მოსწავლეებს სიღრმისეულად აზროვნებისა და საგანში აქტიურად ჩართვისკენ უბიძგებს.

მძლავრი ურთიერთობები წარმოადგენს ჩვენი მიდგომის საფუძველს. წინამღძოლობის, უკუკავშირისა და ერთობლივი მიღწევების მეშვეობით, მასწავლებლები და მოსწავლეები ქმნიან ნდობასა და პატივისცემას. ეს ახლო კავშირი აერთიანებს აკადემიურ და პედაგოგიურ მზრუნველობას, უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები გრძნობდნენ მხარდაჭერას, იყვნენ დაფასებულნი და მოტივირებულნი როგორც საკლასო ოთახში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ამ გზით, ოქლიფის სკოლა ქმნის სასწავლო გარემოს, სადაც თითოეული მოსწავლეს შეუძლია განვითარდეს, იგრძნოს თავი დაფასებულად და მიაღწიოს წარმატებას.